საქართველოს ნაკრების და ყაზანის “რუბინის” 19 წლის ტალანტის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ, ბოლო პერიოდში, საუბრები არ წყდება. რამდენიმე ხნის წინ, ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ხვიჩას გადაბირებით იტალიური “ნაპოლია” დაინტერესებული და ნეაპოლელები კვარაცხელიას გადასაბირებლად 20 მილიონ ევროს იხდიან. ხვიჩას საფეხბურთო აგენტი მამუკა ჯუღელი აღნიშნავს, რომ მისი ფეხბურთელის გადაბირებით არა მხოლოდ “ნაპოლი”, არამედ სხვა სახელოვანი გუნდებიც იბრძვიან.
ხვიჩა კვარაცხელიას საოცარ ნიჭსა და შესაძლებლობებზე საუბრობს ყაზანური გუნდის მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკიც.
სლუცკი კვარაცხელიაზე: ქართულ ფეხბურთში ასეთი ტალანტი არ მახსოვს
რაც შეეხება თავად ხვიჩას, იგი აღნიშნავს, რომ მას ფეხბურთი უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს და სურს ფეხბურთისგან ბოლომდე უდიდესი სიამოვნება მიიღოს.
ხვიჩა კვარაცხელია: არ მინდა ფეხბურთს ზურგი ვაქციო
დღეს კი, ყაზანის “რუბინის” სპორტულმა დირექტორმა რუსტემ საიმონოვმა ხვიჩას სატრანსფერო ღირებულებაზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ქართველი ტალანტი 25 მილიონ ევროზე ნაკლებ არ გაიყიდება.
“Transfermarket-ის შეფასება არააობიექტურია. რა 10 მილიონი? ხუმრობთ? ხვიჩა 25 მილიონზე ნაკლებად არ გაიყიდება”, – ამბობს რუსტენ საიმინოვი.
GIPHY App Key not set. Please check settings