„მანჩესტერ სიტიმ“ გასვლაზე „სუონსი“ დაამარცხა ინგლისის თასის 1/8 ფინალში – 3:1.
ეს პეპ გვარდიოლასთვის მე-200 გამარჯვებაა გუნდის თავკაცის რანგში. ის „ქალაქელებს“ 2016 წლიდან ხელმძღანელობს და ამ დროში 268 მატჩი ჩაატარა. გვარდიოლას ხელში „სიტიმ“ 659 გოლი გაიტანა.
ამჟამად „სიტის“ გამარჯვებათა სერია 15 მატჩს მოიცავს, რაც რეკორდია, წაუგებელი თამაშების სერია კი 22-მდე გაიზარდა.
მომდევნო მატჩში 13 თებერვალს „სიტი“ პრემიერლიგის ეგიდით „ტოტენჰემს“ მიიღებს.
GIPHY App Key not set. Please check settings