in

იტალიელი ფეხბურთელი მატარებლის სახურავიდან გადმოვარდა, მას დენმა დაარტყა

ტრაგედიით დასრულდა „ვერონას“ ფეხბურთელის, ანდრეა გრესელეს დაუფიქრებელი საქციელი. 18 წლის მოთამაშე მეგობრებთან ერთად მატარებელზე აძვრა და ელექტროსადენს ხელით შეეხო.

როგორც გამოცემა ESPN იუწყება, ფეხბურთელს დენმა დაარტყა, რის შემდეგაც ის 4 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა.

მედიკოსთა შეფასებით, მას ხერხემლის მალა გაუტყდა და თავის ტვინის შეშუპება მიიღო. ინციდენტი 6 თებერვალს მოხდა.

ანდრეა გრესელეს უკვე რამდენიმე ოპერაცია გაუკეთეს, თუმცა ის ამ დრომდე რეანიმაციაში იმყოფება.

„ჩვენ შენთან ვართ, ყველა იმ ადამიანთან ერთად ვისთვისაც სულერთი არ ხარ. არ დანებდე ანდრეა!“ – ნათქვამია „ვერონას“ ტვიტერის გვერდზე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბრაიანტის ტრაგედიაზე დასკვნა ცნობილია: პილოტმა ორიენტაცია დაკარგა

Nothing easy – დღეს ზაზა ფაჩულიას 37 წელი შეუსრულდა