in

შტორმის დასაწყისი? რა სჭირდება ლივერპულს

“ლივერპული” არსებობის ისტორიაში პირველად დამარცხდა ზედიზედ სამ საშინაო მატჩში. ბრიტანულ პრესას მეტი რა უნდოდა, მყისიერად დაიწყო კრიზისზე საუბარი, რასაც გუნდის არასტაბილური თამაშიც ერთვის.

გუშინ “sky sports”-ის მიმომხილველმა და მერსისაიდელთა ლეგენდამ, ჯეიმი კარაგერმა არსებული სიტუაციიდან შესაძლო გამოსავალზე ისაუბრა. მისი აზრით, კლუბს 3 ახალი მოთამაშე სჭირდება.

ოზან კაბაკის სახით, შესაძლოა სტაბილურობა შეემატოს დაცვის ხაზს, მაგრამ კარაგერი ფიქრობს, რომ ვეინალდუმის ჩამნაცვლებელია საჭირო ნახევარდაცვაში, რომელიც სარეზერვო ვარიანტი არ იქნება.

ექს “ლივერპულელი” მიიჩნევს, რომ შემტევ ხაზში აუცილებელია ცვლილება, რადგან სამი წელია გუნდი იდენტური შემტევი სქემით ასპარეზობს, რაც მოწინააღმდეგე გუნდებისთვის მარტივად გასაშიფრი გახდა.

არავინ იცის რა მოხდება, მაგრამ შეგახსენებთ, რომ არაერთი გავლენიანი გამოცემა უკავშირებს კილიან მბაპეს სახელს “ლივერპულს”, ხოლო ვეინალდუმის შემცვლელად რენატო სანჩესი გამოჩნდა ჰორიზონტზე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რომელი ქვეყნის ფეხბურთელებმა გაიტანეს ყველაზე მეტი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე (ვიდეო-ინფოგრაფიკა)

რაგბი მორაგბეებს! კობახიძის გავლენა რაგბისაც გადაწვდა?!