ევრობასკეტის შესარჩევ მატჩებზე, რომლებშიც საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სერბეთისა და ფინეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება. ჩვენი გუნდის ნატურალიზირებული უკანახაზელი თედიუს მაკფადენი კარგ ხასიათზე მოდის. მაკფადენის “ბურგოსი” საკონტინენტთაშორისო თასის გამარჯვებულია.
გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა საკონტინენტთაშორისო თასის ფინალურ შეხვედრაში არგენტინული “ქუისმა” 82:73 დაამარცხა.
თედიუს მაკფადენმა პარკეტზე 26 წუთი გაატარა, რა დროშიც 16 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
გეტყვით იმასაც , რომ შარშან აღნიშნული ტიტულის მოგება გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” მოახერხა.
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩებს 19-21 თებერვალს თბილისში უმასპინძლებს. ილიას ზუროსის გუნდი 19 თებერვალს ფინეთს, 21 თებერვალს სერბეთს დაუპირისპირდება.
GIPHY App Key not set. Please check settings