„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ სერია ა-ს 21-ე ტურის მატჩში „რომას“ წინააღმდეგ მორიგი გოლი გაიტანა (2:0).
ეს გოლი კი საიუბილეო, მე-300 გამოდგა პორტუგალიელისთვის კლუბსა და ნაკრებში მას შემდეგ, რაც 30 წლის შესრულდა. Bleacher Report-მა დაითვალა, რომ საამისოდ კრიშტიანოს 326 მატჩის ჩატარება მოუწია.
ყველა დროის უდიდესმა ფორვარდმა 30 წლამდე 463 გოლი გაიტანა 718 მატჩში.
რონალდოს 36 წელი, ახლახან, 5 თებერვალს შეუსრულდა. ამ სეზონში სერია ა-ში მან 17 მატჩი ითამაშა, 16 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მისცა.
GIPHY App Key not set. Please check settings