ეპოქალური ფეხბურთელისა და მსოფლიო ფეხბურთის ღმერთად წოდებული დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალებამ მთელი სამყარო შეძრა. მნიშვნელობა არ აქვს ფეხბურთი გიყვარს, თუ არ გიყვარს. მარადონა იყო ფეხბურთი და ფეხბურთი იყო მარადონა.
სიცოცხლის ბოლო პერიოდში დიეგოს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, იგი ბუენოს აირესის კლინიკაში თავის ტვინის თრომბით მოათავსეს. მას თავიდან ჰემატომა ამოაჭრეს და მკურნალობას შინ აგრძელებდა.
ცნობილი ესპანური სპორტული გამოცემა „Marca” გარდაცვალებამდე დიეგო არმანდო მარადონას უკანასკნელ ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც მისსავე სახლშია ჩაწერილი.
„ნაიარევი დამრჩა, მაგრამ თავს კარგად ვრგძნობ. საერთოდ, არ მომწონს ასეთი ინტიმური საუბრები, მაგრამ კარგი ადამიანების გვერდით ვიხსნები. გკოცნი, მიყვარხარ, ლუკუ! – ასე მიმართა მარადონამ თავის ექიმს ლეოპლოდო ლუკუს.
ცნობილი გახდა მარადონას ბოლო სიტყვები: როგორ გაატარა ლეგენდამ სიცოცხლის ბოლო საათები
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა გულის შეტევით 2020 წლის 25 ნოემბერს 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დიეგო მარადონა: გენია, რომელსაც სიკვდილი არასოდეს უწერია
GIPHY App Key not set. Please check settings