in

ისევ 1 ქულა, ოღონდ ახლა ჩვენი: საქართველომ უნგრეთს ზედმეტ დროში მოუგო

კეჩკემეტში მყოფმა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა უნგრეთთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და ერთი ქულით გაიმარჯვა. ეს გახლდათ სავარჯიშო ტიპის მატჩი, რომლის დაწყებისას არც ეროვნული ჰიმნები შესრულდა, არც სუვენირები გაიცვალა და წინასწარი შეთანხმებით, სტანდარტული, 4 პერიოდის შემდეგ, ისე რომ ფრე არ დაფიქსირებულა, გუნდებმა დამატებითი დრო – 5 წუთი ითამაშეს. 4 პერიოდის შემდეგ წინ უნგრეთი იყო – 78:75, ხოლო ოვერტაიმის შემდეგ გამარჯვებული საქართველოს ნაკრები გამოვიდა – 81:80.

რადგან მატჩი დახურული იყო, არც ტელევიზიით გადაიცემოდა და არც მაყურებელი ჰყავდა, მწვრთნელებს სხვადასხვა ტიპის ტაქტიკის დამუშავების საშუალება მიეცათ, რომლებიც მოედანზე მოთამაშეთა შეყვანაში შეზღუდულები არ იყვნენ. ჩვენს ნაკრებში თხუთმეტივე კალათბურთელმა ითამაშა, რომლებსაც თავის გამოჩენის საშუალება მიეცათ.

უნგრეთის ნაკრებში არ ითამაშა ადამ ჰანგამ, რომელიც დარბაზში არც მისულა. საქართველოს ნაკრები თავიდან იგებდა, შემდეგ კი ჩამორჩებოდა. მატჩის ბოლო წუთებზე საქართველო დაწინაურდა თუმცა მასპინძლებმა მოახერხეს და 4 პერიოდი სათავისო ანგარიშით დაასრულეს – 78:73. დამატებით დროში უკვე ქართველებმა იძალეს. კარგი დაცვისა და გონივრული შეტევების ხარჯზე საბოლოოდ მეტოქე ჩამოიტოვეს და ქულით გაიმარჯვეს. 2 მატჩის ჯამში, საქართველომ და უნგრეთმა თანაბარი ანგარიში დააფიქსირეს – 169:169.

წავაგეთ, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს – 88:89 უნგრეთთან

საქართველომ მინუსები დაინახა: ზუროსი დაცვით უკმაყოფილოა – ვიდეოკომენტარები

საქართველოს ნაკრები თბილისში 7 აგვისტოს დაბრუნდება და მზადებას განაგრძობს. შემდეგი სპარინგ მატჩი ჩვენს გუნდს 12 აგვისტოს (19:00 სთ), ისრაელის ნაკრებთან ელის, რომელიც სპორტის სასახლეში გაიმართება და მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი კი 10 და 20 ლარია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ავსტრალიაში, მატჩის დროს ტრიბუნა ჩამოინგრა

დავითაშვილის ფრანგული ვარიანტი: ზურიკო ლორიენში?