ფრანგულმა გამოცემა „ეკიპმა“ (L’Equipe) 2020 წლის შედეგების მიხედვით სიმბოლური ნაკრები შეადგინა. შემადგენლობაში 5 ტროფეის მომგები მიუნხენის „ბაიერნის“ 5 ფეხბურთელი მოხვდა. ნაკრებში არ აღმოჩნდა ლიონელ მესის ადგილი.
კარში ადგილი მანუელ ნოიერმა („ბაიერნი“) დაიკავა.
დაცვის ხაზში დადგნენ: ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდი და ვირხილ ვან დეიკი (ორივე „ლივერპული“), სერხიო რამოსი („რეალი“) და ალფონსო დევისი („ბაიერნი“).
ნახევარდაცვაში მოხვდნენ: ჯოშუა კიმიხი („ბაიერნი“), ტიაგო ალკანტარა („ბაიერნი“/“ლივერპული“), კევინ დე ბრიუინი („სიტი“) და ნეიმარი (პსჟ).
უტევენ: რობერტ ლევანდოვსკი („ბაიერნი“) და კრიშტიანო რონალდო („იუვენტუსი“).
მესის და მის „ბარსელონას“ 2019/20 წლების სეზონში არაფერი მოუგიათ.
GIPHY App Key not set. Please check settings