იტალიაში ლიდერი „მილანი“ ისევ მწყობრშია და კვლავაც იგებს და გააქვს, რითაც „ინტერის“ რეკორდს ეწევა და თან თვალი „იუვენტუსის“ სხვა რეკორდზე უჭირავს. რონალდო კი შეუჩერებელია და გამუდმებით ახალი მიღწევებისკენ ისწრაფვის.
”მილანმა“ 2+ გოლი ჩემპიონატის პირველი წრის 16 მატჩში გაიტანა, რითაც „ინტერის“ რეკორდი გაიმეორა.
„მილანმა“ ზედიზედ 37 შეხვედრაში გაიტანა. „იუვენტუსის“ რეკორდამდე 7 მატჩია. საუბარია სერია ა-ზე.
„მილანმა“ 20 პენალტი დაარტყა სერია ა-ში გასული სეზონის დაწყებიდან. ევროპის ტოპ 5 ლიგაში უფრო მეტი „ლაციოს“ აქვს.
„მილანი“ იჯარით აიყვანს „ტორინოს“ ნახევარმცველ მეიტეს 9 მლნ ევროდ გამოსყიდვის უფლებით.
კრიშტიანო რონალდო ტოპ 5 ლიგაში ზედიზედ 15 სეზონია 15+ გოლს იტანს. პორტუგალიელი პირველია, ვისაც ეს გამოუვიდა.
“იუვენტუსმა” სერია ა-ში პირველად გაუშვა ბოლო 8 წელიწადში გოლი, როდესაც მეტობაში თამაშობდა.
“იუვენტუსმა” ჩემპიონატის ზედიზედ 5 საშინაო მატჩში გაუშვა გოლი.
მადრიდი თოვლში თამაშზე წუწუნებს, მესიმ ჯარიმიდან გატანა გაიხსენა
ჰაკიმი – „ინტერის“ პირველი მცველია ბოლო 11 წელიწადში, რომელმაც 6 გოლი გაიტანა სერია ა-ში.
მხითარიანს 16 (8+8) ქულა აქვს ამ სეზონის 17 მატჩში.
„ატალანტამ“ საერთო ანგარიშით 12:2 მოიგო ბოლო სამი შეხვედრა. წაუგებელი სერია 9 მატჩს ითვლის.
ბერგამოელთა ფორვარდმა ილიჩიჩმა 7 (5+2) ქულა დააგროვა ბოლო 5 შეხვედრაში.
ინსინიემ 73-ე გოლი გაიტანა “ნაპოლის” რიგებში (სერია ა-ში) და მე-7 ადგილზე გადავიდა კლუბის ისტორიაში, ის ბრაზილიელ კარეკას დაეწია.
GIPHY App Key not set. Please check settings