იურგენ კლოპის „ლივერპული“ კლუბის ისტორიაში საუკეთესო გუნდებს შორის მე-3 ადგილზეა.
რეიტინგი FourFourTwo-მა შეადგინა და ისტორიაში საუკეთესო „ლივერპული“ დაასახელა.
პირველ ადგილზეა 1983/84 წლების „ლივერპული“. მაშინ კლუბი ინგლისის ჩემპიონი გახდა, ასევე მოიგო ჩემპიონთა თასი და ინგლისის ლიგის თასი.
მეორე ადგილზე გავიდა 1976/77 წლების „ლივერპული“. ამ შემადგენლობამ ქვეყნის ჩემპიონატი მოიგო და ჩემპიონთა თასიც აიღო.
დღევანდელი „ლივერპული“ მესამე ადგილს იკავებს. კლოპის გუნდმა ჩემპიონთა ლიგაც მოიგო და ბოლოს ინგლისის პრემიერლიგაც.
მეოთხე ადგილი უჭირავს 1972/73 წლების „ლივერპულს“. შემდეგ მოდიან 1985/86, 2000/01, 1963/64, 2004/05, 1995/96 და 2013/14-ის სეზონის გუნდები.
ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს რა შეხსენება უნდა, რომ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და საამაყო წარმატება სწორედ „ლივერპულს“ უკავშირდება. თბილისის „დინამომ“ 1979 წელს ორი მატჩის ჯამში მართლაც რომ უძლიერესი „ლივერპული“ ჩემპიონთა თასის 1/16 ფინალში ულაპარაკოდ დაამარცხა – 1:2 ინგლისში და 3:0 თბილისში (გოლები: გუცაევი, შენგელია, ჩივაძე – პენ). იმ წვიმიან თბილისურ საღამოს „დინამოს“ საქომაგოდ ტრიბუნებზე 100 ათასამდე ქომაგი მივიდა.
ერთხელაც გავიხსენოთ ეს დაუვიწყარი მატჩი.
GIPHY App Key not set. Please check settings