in

atp cup ალექსანდრე მეტრეველის თამაშით გაიხსნება

2022 წლის პირველ დღეს ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში წლის პირველი ტურნირი ATP cup აიღებს სტარტს. ტურნირი ორი მატჩით გაიხსნება და ერთ-ერთში ქართველი ჩოგბურთელი მიიღებს მონაწილეობას.

1 იანვარს, თბილისის დროით 03:00 საათიდან Sydney Super Dome-ის კორტზე საქართველოს და არგენტინის საჩოგბურთო ნაკრებების მე-2 ნომრები – ალექსანდრე მეტრეველი და ფედერიკო დელბონისი გავლენ, პარალელურად კი Ken Rosewall Arena-ზე ერთმანეთს ესპანელი პაბლო კარენო ბუსტა და ჩილელი ალეხანდრო ტაბილო დაუპირისპირდებიან.

ტრადიციულად, გამარჯვებული 3 თამაშის შემდეგ გაირკვევა, საქართველო-არგენტინაში კი ცენტრალური ლიდერების – ნიკოლოზ ბასილაშვილისა და დიეგო შვარცმანის შეხვედრა იქნება (დაახლოებით 04:30 საათიდან), რასაც წყვილთა მატჩი მოჰყვება, რომლის მონაწილეებიც მოგვიანებით დასახელდება.

აქართველოს ნაკრები ATP Cup-ზე ნიკოლოზ ბასილაშვილის წყალობით მოხვდა (მე-13 ნომრად), რომელსაც რეიტინგში 22-ე ადგილი უკავია. ტურნირის მონაწილე 16 ნაკრები ოთხ ჯგუფშია გადანაწილებული, ჯგუფების გამარჯვებულები კი ნახევარფინალში გავლენ და ტიტულისთვის ბრძოლას განაგრძობენ. საერთო ჯამში, ATP Cup-ზე დაუმარცხებელმა ჩოგბურთელმა შეიძლება 750 ქულა დააგროვოს, ამასთან, მონაწილეები 10 მილიონ დოლარსაც გაინაწილებენ.

საქართველოს ნაკრები აღნიშნულ ტურნირზე შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს: ნიკოლოზ ბასილაშვილი, ალექსანდრე მეტრეველი, ალექსანდრე ბაკში, ზურა ტყემალაძე, საბა ფურცელაძე.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბელგიური გამოცემა: ჩაკვეტაძე სტაგნაციას განიცდის და ალბათ იანვარში გუნდს დატოვებს

კრასნოდარმა ბათუმის დინამოს აზაროვის სანაცვლოდ 2 მილიონი ევრო შესთავაზა