რამდენიმე ხნის წინ, Sport4me.ge-მ ექსკლუზიურად გაუწყათ, რომ ქუთაისის “ტორპედო” გიორგი არაბიძის დამატებას ცდილობდა.
ახლა კი, სანდო და კონფიდენციალური წყაროსგან გავიგეთ, რომ არაბიძის ქუთაისურ გუნდში ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია. გასული სეზონი 23 წლის ქართველმა ფეხბურთელმა “სამტრედიაში” გაატარა და 15 მატჩში 3 გოლი გაიტანა.
ასევე, ქუთაისელთა გუნდის მთავარ მწვრთნელს გორის “დილას” მეკარის ლუკა გუგეშაშვილის დამატება სურთ. გუგეშაშვილს წელს საკმაოდ კარგი სეზონი ჰქონდა ეროვნული ლიგის 14 შეხვედრაში შეძლო საკუთარი კარის მშრალად შენახვა.
GIPHY App Key not set. Please check settings