ბრიტანული “დეილი ექსპრესი” ირწმუნება, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯრისთვის “ლიდს იუნაიტედმა” 48 მილიონი ფუნტი გამოყო იმისათვის, რომ ზამთარში გუნდმა ახალი ფეხბურთელები დაიმატოს. გამოცემის ცნობით, მარსელო ბიელსას გუნდის რადარზე 4 ფეხბურთელია და მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” შემტევი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელიაა.
“ლიდსის” სპორტულ დირექტორ ვიქტორ ორტას ყველაზე რთული სატრანსფერო ფანჯარა ელის. მარსელო ბიელსას გუნდს ძალიან ცუდი სეზონი აქვს და გუნდი ახლოსაა გასავარდნ ზონასთან, ამიტომაც “ლიდს” ახალი სისხლი ესაჭიროება და ფეხბურთელების დამატებაზე უნდა იფიქროს.
გუნდის მთავარი სატკივარი დაცვის გაძლიერებაა. “ლიდსი” მოწადინებულია “ტოტენჰემიდან” ჯო როდონი იჯარით გადაიბიროს, მისი მთავარი კონკურენტი კი “ნიუკასლია”. თუმცა კლუბს გაძლიერება სხვა პოზიციებზეც ესაჭიროება და “რუბინის” ხვიჩა კვარაცხელია პოტენციური კანდიდატია. ყაზანელთა მენეჯერმა რუსტემ საიმანოვმა ახლახან დაადასტურა, რომ 18 მილიონი ფუნტი სტერლინგის შეთავაზების შემთხვევაში, კლუბი ხვიჩას გაყიდვაზე უარს არ იტყვის”, – წერს “დეილი ექსპრესი”.
გამოცემის ცნობით, კვარაცხელიასა და როდონის გარდა, ინგლისური “ლიდსი” ელიფ ელმასითა და დერილ დაიკითაც ინტერესდება.
GIPHY App Key not set. Please check settings