რუსეთის VTB ლიგაში მოსკოვის ცსკა კრასნოიარსკის “ენისეის” დაუპირისპირდა და 97:88 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თამაშში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე გატარებულ 20:33 წუთში 9 ქულა, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა.
ამ გამარჯვებით მოსკოვის ცსკა-ს 7 მოგება და 2 მარცხი დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში სარატოვის “სოკოლს” და ყაზანის “უნიქსს” ჩამორჩება.
მომდევნო შეხვედრას შენგელიას ცსკა აუტსაიდერი “ავტოდორის” წინააღმდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings