რუსეთის პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ნოემბრის თვის 8 საუკეთესო გოლი გამოაქვეყნა და საუკეთესოს გამოსავლენად გულშემატკივართა გამოკითხვას იწყებს.
საუკეთესოთა შორის ქართველი ზურიკო დავითაშვილის გოლიც მოხვდა. ზურიკომ მე-17 ტურის შეხვედრაში “ხიმკის” ბრწყინვალე გოლი გაუტანა. ის შეხვედრა ზურიკოს “არსენალმა” 2:1 მოიგო.
გულშემატკივრებს ზურიკოსთვის ხმის მიცემა ამ ბმულზე შეეძლება.
ზურიკოს რუსეთის მიმდინარე ჩემპიონატში თითო გოლი სამ სხვადასხვა მატჩში აქვს გატანილი და “არსენალმა” სამივე თამაშში გაიმარჯვა(ჯამში 5 მოგება აქვს).
GIPHY App Key not set. Please check settings