in

ოფიციალური კალენდარი ცნობილია: ბორჯღალოსნები პორტუგალიით დაიწყებენ და ესპანეთით დაამთავრებენ

“რაგბი ევროპამ” 20222 წლის თებერვალ-მარტში გასამართი “რაგბი ევროპის ჩემპიონატის” ოფიციალური კალენდარი წარადგინა. კალენდრის მიხედვით, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები შინ 3, სტუმრად კი, 2 შეხვედრას გამართავს.

“ბორჯღალოსნები” ტურნირს 6 თებერვალს პორტუგალიასთან შეხვედრით დაიწყებენ. მატჩს ავჭალის სარაგბო სტადიონი უმასპინძლებს. 12 თებერვალს საქართველოს ნაკრები ამსტერდამში ნიდერლანდებს ეწვევა. 27 თებერვალს კი, “დინამო არენაზე” ყველაზე პრინციპულ მატჩს გამართავს რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ.

12 მარტს საქართველოს ნაკრები ბუქარესტში ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასისთვის რუმინეთს შეერკინება, ტურნირს კი, 20 მარტს ავჭალაში ესპანეთთან თამაშით დავამთავრებთ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

აფრიკის თასი შესაძლოა ისევ გადაიდოს: მიზეზი გასაგებია

ზურიკოს გოლი საუკეთესოებში