ინდოეთის შტატ ასამში ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო მარადონას ლიმიტირებული საათი ნახეს. 23 ათასი ევროს ღირებულების Hublot Big Bang დუბაიში დაიკარგა.
პირველად ამის შესახებ ასამის მინისტრმა ხიმანტა ბისვა სარმამ აცნობა.
„საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ასამის პოლიციამ დუბაის პოლიციასთან კოორდინირებულად იმუშავა ინდოეთის ფედერალური სააგენტო LEA-ის მეშვეობით, რათა დიეგო მარადონას მემკვიდრეობა – საათი დაებრუნებინა. დაკავებულია ვინმე ვაზიდ ჰუსეინი, მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები“, – დაწერა მან ტვიტერზე.
ასამის პოლიციის ინფორმაციით, ვაზიდ ჰუსეინი დუბაიში მუშაობდა და ცოტა ხნის წინ დუბაიში დაბრუნდა. საათი მარადონას პირადი საკუთრება იყო, ის სხვა ნივთებთან ერთად სეიფში ინახებოდა. პოლიციის მონაცემებით, ჰუსეინი კერძო კომპანიაში დაცვის წევრი იყო, რომელიც მარადონას ნივთებს იცავდა. აგვისტოში მან მამის ავადმყოფობის გამო ინდოეთში დაბრუნება ითხოვა.
მარადონა Hublot Big Bang-ის საათით 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ნახეს, როდესაც Hublot-მა შეზღუდული სერია Maradona Big Bang Chronograph გამოუშვა.
კორპუსის უკანა მხარეს მარადონას ფოტოა ამოტვიფრული. საათი მხოლოდ 250 ეგზემპლარად გამოვიდა. ის 2010 წლის მუნდიალის დროს უცებ გაიყიდა.
GIPHY App Key not set. Please check settings