ლეგენდარული ქართველი მორაგბე მამუკა გორგოძე ავტორიტეტულმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემა Rugbypass-მა დიდების დარბაზში შეიყვანა. გამოცემამ “ქართველი გორგოძილა” 8 ნომრის პოზიციაზე მოთამაშებს შორის გამოარჩია.
გამოცემას ამ პოზიციის 11 მორაგბე ჰყავს მოყვანილი და ვებგვედზე მათგან საუკეთესოს გამოსავლენად გულშემატკივართა გამოკითხვას ატარებს.
ქართველის გარდა, სიაში შემდეგი მორაგბეები მოხვდნენ: კირან რიდი, ზინზან ბრუკი, სერ უეინ შელფორდი, როდნი სო’ოიალო, დეიან ვერმოულენი,ბობი სკინსტადი, ლოურენს დალალიო, სებასტიენ შაბალი, სერჯიო პარისე, სქოტ ქვინელი და პიერ სპისი არიან. ქომაგებს მამუკა გორგოძისთვის ხმის მიცემა შემდეგ ბმულზე შეგიძლიათ:
https://www.rugbypass.com/hall-of-fame/
მამუკა გორგოძე “ბორჯღალოსნების” შემადგენლობაში 2003-2019 წლებში თამაშობდა და 75 მატჩში 27 ლელო მიითვალა.
GIPHY App Key not set. Please check settings