in

გიგა ჭიკაძე: ჩემი არავის სჯეროდა, მაგრამ დავამტკიცე, რომ ყველას დამარცხება შემიძლია

UFC-ის დაუმარცხებელმა ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ ცნობილ გამოცემა MMA Junkie-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც ბევრ საინტერესო თემაზე საუბრობს.. ინტერვიუში “ქართველი ნინძა” მომავალ ბრძოლასა და სატიტულო ამახვილებს ყურადღებას.

“კატარის დამარცხების შემთხვევაში სატიტულო ბრძოლის გამართვის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი ვიქნები. ვფიქრობ, კატართან ბრძოლის გარეშეც შემეძლო საჩემპიონო ბრძოლა, რადგან ჩემი აზრით რეალური კონკურენტი არავინ მყავს.

ხალხს ჩემი არ სჯეროდა, მაგრამ დავამტკიცე, რომ წონაში საუკეთესო ვარ და დამოუკიდებლობაც შეიცვალა ჩემ მიმართ. მიმაჩნია, რომ ჩემს წონაში ყველას დამარცხება შემიძლია. იანვარში კატარის წინააღმდეგ ვიჩხუბებ და შემდეგ უკვე წესით სატიტულო ბრძოლა უნდა მქონდეს”, – თქვა გიგა ჭიკაძემ.

გიგა ჭიკაძე მომდევნო შეხვედრას 16 იანვარს, ლას ვეგასში, კელვინ კატარის წინააღმდეგ გამართავს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესიმ პელეს გაასწრო და რონალდოს დაეწია

კვიპროსულ მედიაში კაჭარავას დინამოში შესაძლო ტრანსფერს ეხმაურებიან