ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო სააგენტომ (IFFHS) 2021 წლის წლის სიმბოლური გუნდი შეადგინა.
ყველაზე მეტი წარმომადგენელი მოქმედ ევროპის ჩემპიონ იტალიის ნაკრებს ჰყავს. “სკუადრა აძურიდან” წლის სიმბოლურ გუნდში: მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა, მცველი ლეონარდო ბონუჩი და ნახევარმცველი ჟორჟინიო მოხვდნენ. ორი წარმომადგენელი ჰყავს პორტუგალიას – რუბენ დიაში და კრიშტიანო რონალდო.
ტუხელი საუკეთესო საკლუბო მწვრთნელია
ზედიზედ მეორედ პირველი დე ბრუინია
ისევ პედრი: საუკეთესო ახალგაზრდა ყველგან საუკეთესოა
IFFHS-ის წლის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:
მეკარე: ჯანლუიჯი დონარუმა (იტალია)
დაცვა: აშრაფ ჰაკიმი (მაროკო), ლეონარდო ბონუჩი (იტალია), რუბენ დიაში (პორტუგალია), ალფონსო დევისი (კანადა)
ნახევარდაცვა: ჟორჟინიო (იტალია), ლეო მესი (არგენტინა), კევინ დე ბრუინი (ბელგია)
თავდასხმა: კილიან მბაპე (საფრანგეთი), კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია), რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი)
GIPHY App Key not set. Please check settings