in

საქართველო რეიტინგში დაქვეითდა

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარცევი ციკლის პირველი ფანჯარა დასრულდა და FIBA-მ განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა.

ახალი რეიტინგის მიხედვით, საქართველოს ნაკრები ერთი საფეხურით დაქვეითდა და მსოფლიოში 38-ე ადგილს იკავებს. “ჯვაროსნებს” ბელგიამ გადაასწრო, რომელმაც შესარჩევის პირველ ფანჯარაზე სერბეთისა და სლოვაკეთის ნაკრებები დაამარცხა.

მოგეხსენებათ, ილიას ზუროსის გუნდმა ნოემბერში უკრაინას 88:83 მოუგო, ესპანეთთან კი 61:89 დამარცხდა.

რეიტინგს ოლიმპიური ჩემპიონი აშშ ლიდერობს. ევრობასკეტზე ჩვენი მომავალი მეტოქე, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი კი მსოფლიოში მეორეა.

მომდევნო შეხვედრებს საქართველოს ნაკრები თებერვალში ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ გამართავს, რომელსაც სამდღიან მონაკვეთში ორჯერ (შინ და გარეთ) დავუპირისპირდებით.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სიკვდილის ჯგუფის სიკვდილი: ნახევარ საათში ყველაფერი 4-ჯერ შეიცვალა – VI ტური

IFHS-ს წლის სიმბოლური გუნდი: გუნდში სამი ევროპის ჩემპიონია