საქართველოში ქალთა ფეხბურთი ახლა იკიდებს ფეხს. წინა წლებთან შედარებით, ქალთა ფეხბურთის მიმართ ყურადღება აშკარად გაზრდილია და უკვე ჩემპიონატსაც სტაბილურად ვატარებთ და თასის გათამაშებასაც, მაგრამ რეალობიდან გამომდინარე ჩვენი დონე მაინც სამოყვარულოა და ევროპულ გრანდებთან ახლოს ვერ მივდივართ.
მიუხედავად ამისა, პატარ-პატარა ნაბიჯებით ვცდილობთ პროგრესს და ჩვენი ქვეყნისთვის დიდი წარმატებასაც მივაღწიეთ. ქალთა საფეხბურთო კლუბმა “ლანჩხუთმა” ყაზახური და რუმინული გუნდების დამარცხებით ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში იასპარეზა. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული კლუბი (როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში) ქართულ გუნდს ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში ეასპარეზოს. მართალია, შემდეგ შვედურ “როსენგარდთან” დიდი ანგარიშით დავმარცხდით, მაგრამ ამ მატჩებში ჩვენმა მეკარემ თათია გაბუნიამ ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა.
საქართველოს ნაკრებმა კი, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ყველა მატჩი წააგო, მაგრამ შედეგების მხრივ მცირე პროგრესი აქაც შეინიშნება. თუ ბოლო მატჩს არ ჩავთვლით, რომელიც ჩვენმა გოგონებმა ირლანდიაში 0:11 წააგეს.
Sport4me.ge საქართველოს ქალთა ნაკრებისა და “ლანჩხუთის” მთავარ მწვრთნელს, გურული კლუბის წარმატების ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს გიორგი ჩხაიძეს დაუკავშირდა და მას საქართველოში ქალთა ფეხბურთის განვითარების შესახებ ესაუბრა.
ქალთა ფეხბურთი საქართველოში
“პირდაპირ ვთქვათ, ის დონე, რომელზეც ამ ეტაპზე საქართველოში ქალთა ფეხბურთია პროფესიონალური არ ეთქმის. სამოყვარულო დონეზე ოდნავ მაღლა ვართ და ძალიან, ძალიან პატარა ნაბიჯებით მივდივართ წინ. ბოლო ხანებში საზოგადოების და ფედერაციის ყურადღებაც ქალთა ფეხბურთის მიმართ უფრო აქტიურია, მაგრამ ჯერ შორს ვართ ევროპული გრანდებისგან. როდესაც ევროპულ ნაკრებებს ვსხვდებით, თითქოს ისინი ჩვენზე დიდები არიან და ბავშვებს გვეთამაშებიან.
რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ჩვენ ჯერ არ ვართ მზად ამ დონის გუნდების წინაამდეგ სათამაშოდ და იმისათვის რომ მივიდეთ იმ დონემდე და მათ სოლიდური წინააღმდეგობა გაუწიოთ, რამდენიმე ათწლეულიც დაგვჭირდება”.
საქართველოს ნაკრები
ბოლო მატჩებში დავამტკიცეთ, რომ არც ისეთი სუსტნი ვართ, რომ ყველა თამაში გამადაგურებელი ანგარიშთ წავაგოთ და ამ ეტაპზე ჩვენთვის ესეც დიდი წარმატებაა. ირლანდიასთან ბოლო მატჩი კი ეს კტასტროფა იყო. მართლია, ირლანდიელებთან საწყის წუთებში ავტოგოლი გავუშვით, წითელი ბართი და მალევე ორი იძულებითი ცვლილების გაკეთება მოგვიწია, მაგრამ ასეთ კატასტროფულ შედეგს გამართლება არ აქვს. გულწრფელას ვუხდი ქართველ გულსემატკივარს ბოდიშს ამ მარცხისთვის.
ლანჩხუთის წარმატება
“ლანჩხუთის წარმატება ისტორიული მოვლენა იყო, რომელსაც ნამდვილად არ ველოდით. წილისყრაშიც გაგვიმართლა, რომ დაახლოებით ჩვენი დონის გუნდები შეგვხვდა და იღბალიც ჩვენს მხარეს იყო. “როსენგარდთა” დიდი ანგარიშით წავაგეთ, მაგრამ ეს მარცხიც მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჩვენ საკუთარი თვალით ვნახეთ ევროპული გრანდების დონე და ისიც, თუ რამდენი გვიკლია ამ დონემდე მისასვლელად.”
საქართველოს ნაკრების პერსპექტივა
“კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამ კონტიგენტით, ჩვენ არ ვართ მზად შვედეთს, დანიას, ირლანდიას და მსგავსი დონის ნაკრებებს წინააღმდეგობა გავუწიოთ. კარგი იქნება, თუ ქალებშიც გაკეთდება ერთა ლიგის მსგავსი ტურნირი, რომელშიც ჩვენი დონის ნაკრებების წინააღმდეგ თამაში მოგვიწევს”.
GIPHY App Key not set. Please check settings