დღეს, “ვალენსია” კოპა დელ რეის საწყის ეტაპზე “უტრილასს” დაუპირისპირდება. ესპანურ მედიაში საკმაოდ ბევრი იწერება იმის შესახებ, თუ ვინ უნდა იყოს დრეს “ღამურების” ძირითადი მეკარე.
ავტორიტეტული ესპანური გამოცემა წერს, რომ “ვალენსიას” 4 მეკარე ყავს და ყველა თავის შანსს ელოდება. ყველაზე დიდ ყურადღებას კი, გიორგი მამარდაშვილზე ამახვილებენ, რომელმაც ლა ლიგის საწყის ტურებში ბრწყინვალე თამაშით დაამტკიცა, რომ მზადაა ასეთ დონეზე სათამაშოდ.
“გასულ ზაფხულს “ვალენსიას” ხელმძღვანელობამ მაინც და მაინც კარგად ვერ იმუშავა. კლუბში 4 ამბიციური მეკარეა, რომლებსაც თამაში სწყურიათ და სათამაშო პრაქტიკისთვისაც კი სხვაგანაც არავინ გაუნათხოვრებიათ. ზაფხულში “ღამურებმა” ახალგაზრდა გიორგი მამარდაშვილი დაიმატეს, რომელიც თავდაპირველად გუნდის ძირითადი შემადგენლობის მეკარედ არ მიიჩნეოდა, მაგრამ ლა ლიგის საწყის ტურებში “აფეთქებული” გიორგი მამარდაშვილი ვიხილეთ, რომელმაც ტრავმამოშუშებულ იასპერ სილესენსაც კი პრობლემები შეუქმნა და სკამზე დასვა.
დღეს “ვალენსიას” თასის მატჩი აქვს და ეს ის ეტაპია, როდესაც მწვრთნელები შემადგენლობის როტაციას ახდენენ და მგონი მოვიდა დრო, ბორდალასმა ისევ მისცეს ხელთათმანების ჩაცმის და მოედანზე გასვლის საშუალება მეკარეს, რომელმაც ჩემპიონატის საწყის ტურებშიც დაამტკიცა, რომ მზადაა მაღალ დონეზე სათამაშოდ.
დღეს, ბორდალასს რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. მისცეს თუ არა შანსი გიორგი მამარდაშვილს, რომელიც ამ ეტაპზე გუნდის მეორე მეკარედ ითვლება თუ დომენეკს და რივეროს მისცეს თავის გამოჩენის საშუალება, რომლებიც ამდენი ხანია საკუთარ შანსს ელოდებიან”, – წერს “მარკა”.
ესპანური მედია: კოპა დელ რეიზე ბორდალასმა შესაძლოა შანსი მამარდაშვილს მისცეს
გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიას” გასულ ზაფხულს შეუერთდა და ლა ლიგის საწყის 6 ტურში ითამაშა. ქართველმა მეკარემ 6 მაატჩში 7 გოლი გაუშვა, ორჯერ კარი მშარალად შეინახა და პირველი ტურის საუკეთესო მეკარეც გახდა.
GIPHY App Key not set. Please check settings