შაბათს, 4 დეკემბერს ავჭალის სარაგბო სტადიონზე პირველი ქართული პროფესიონალური ფრენჩაიზი “შავი ლომი” რაგბი ევროპის სუპერთასის მორიგ შეხვედრას გამართავს. “შავი ლომის” მეტოქე პენზას “ლოკომოტივი” იქნება.
საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით შეხვედრას გულშემატკივართა მცირე რაოდენობაც დაესწრება. ლევან მაისაშვილის ხელმძღვანელობით გუნდმა შეკრება “შევარდენის” სარაგბო ბაზაზე დაიწყო.
მატჩამდე “შავი ლომისა” და “ბორჯღალოსნების” მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა მომავალ შეხვედრაზე მედიისთვის კომენტარი გააკეთა.
“სანაკრებო მატცების შემდეგ, პირველად შევიკრიბეთ. ამ დროის განმავლობაში რამდენიმე მორაგბე ნაკრებში თამაშობდა, ზოგიც კლუბებში თამაშობდა და სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას არ განვიცდით. რამდენიმე მორაგბეს მიკროტრავმები აწუხებს, მაგრამ საგანგაშო არაფერია და “ლოკომოტივთან” დაპირისპირებას კარგ სათამაშო კონდინციაში ვხვდებით. მეტოქისგან რაიმე განსაკუთრებულ არ ველით. კარგად ვიცით მათი, როგორც ძლიერი, ისე სუსტი მხარეები და მათ გამოყენებას ვეცდებით.
“შავმა ლომმა” “რაგბი ევროპის სუპერტასზე” ორი შეხვედრა გამართა. ავჭალის სარაგბო სტადიონზე ქართველმა მორაგბეებმა ისრაელის “თელ ავივ ჰითი” 33:10 დაამარცხეს. პენზაში “ლოკომოტივს” კი 27:11 აჯობეს. “შავი ლომისა” და კრასნოიარსკის “ენისეის” დაპირისპირება კი პანდემიის გამო ჩაიშალა.
GIPHY App Key not set. Please check settings