საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიას” 21 წლის მეკარე გიორგი მამარდაშვილმა, რომელიც ხოსე ბორდალასისთვის უკვე მესამე მეკარეა და სათამაშო დრო საერთოდ არ ეძლევა, კლუბის ხელმძღვანელებს სხვა გუნდში გაშვების თხოვნით მიმართა, მაგრამ მათგან უარი მიიღო.
ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.
“სეზონის დასაწყისში, როცა იასპერ სილესენს ტრავა ჰქონდა გიორგი მამარდაშვილი გუნდის ნამდვილ აღმოჩენად იქცა, თუმცა “სევილიასთან” არადამაჯერებელი მატჩის შემდეგ, იგი გუნდიდან ამოვარდა და საერთოდ აღარ თამაშობს. მამარდაშვილმა ამის შემდეგ თითქოს ხელები ჩამოუშვა და ვარჯიშებზეც არ მოეწონა ბორდალასს. სწორედ ამის გამო, მან გუნდიდან წასვლა ითხოვა, მაგრამ კლუბი უარზეა. თუმცა, წყარო წერს იმასაც, რომ სერიოზული შემოთავაზების შემთხვევაში “ვალენსია” ქართველ მეკარეს ხელს არ შეუშლის”, – წერს გამოცემა.
GIPHY App Key not set. Please check settings