გიორგი შერმადინის “ლენოვო ტენერიფე” ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრაში “ვალენსიას” დაუპირისპირდა და 78:80 დამარცხდა.
მიუხედავად ამისა, “ტენერიფემ” მაინც მოიპოვა სამეფო თასზე თამაშის უფლება, რომელიც 17-20 თებერვალს გრანადაში გაიმართება. ამ მატჩში ტენერიფელებს რვა ქულაზე მეტით არ უნდა წაეგოთ, რომ top 8-ში მოხვედრილიყვნენ.
ვიდეო: შერმადინი ისევ MVP-ია და გუნდი სამეფო თასზე გაიყვანა
საქართველოს ნაკრების ცენტრი “ვალენსიას” წინააღმდეგ სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე გატარებულ 27:56 წუთში 10 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი დააგროვა.
შერმადინის გუნდი 9 მოგებითა და 8 მარცხით სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.
მომდევნო შეხვედრას “ლენოვო ტენერიფე” 6 თებერალს თედ მაკფადენის “მურსიას” წინააღმდეგ ჩაატაარებს.
GIPHY App Key not set. Please check settings