in

აგუერო: კეთილი იყოს შენი მობრძანება პრემიერ ლიგაში ჰოლანდ!

„მანჩესტერ სიტის“ ლეგენდამ და გუნდის ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ, სერხიო აგუერომ, ერლინგ ჰოლანდის „ლივერპულის“ წინააღმდეგ პერფორმანსზე ისაუბრა და განსაკუთრებით ის მომენტი გამოჰყო, როდესაც ვირჯილ ვან დაიკმა კორპუსი ჩაუდგა და ერლინგიც გაზონზე უსუსურად აღმოჩნდა.

„ის გერმანიაში მიჩვეული იყო, რომ ბურთის მიღებისას ახლოდან არავინ ეთამაშებოდა. აქ კი ბურთი მიიღო და უმალ ვან დაიკი გაჩნდა, რომელმაც ჰოლანდი უბრალოდ შთანთქა. კეთილი იყოს შენი მობრძანება პრემიერ ლიგაში!“

თვითერზე გამოქვეყნებული პოსტი ნაწილობრივ იუმორისტული იყო, რადგან ერლინგი მართლაც უსუსურად გამოიყურებოდა ვან დაიკის წინააღმდეგ. ისე, ჰოლანდმა 2 ძალიან კარგი შანსი მიიღო გოლის გასატანად და ორთავე ქარს გაატანა. ყველაფრის გათვალისწინებით კი ძალიან ცუდი პერფორმანსი გამოუვიდა.

ეს მხოლოდ დასაწყისია და ვიცით ნორვეგიელს რაც შეუძლია, თუმცა პრემიერ ლიგა სხვა დონეა და აქ იოლად არაფერი გამოდის…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჰასან სალიჰამიჯიჩი: კეინის ტრანსფერი მხოლოდ ჭორებია

ტენ ჰაგი: რონალდუს საქციელი მიუღებელია!