ავსტრალიის საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში A ლიგაში ბექა მიქელთაძის “ნიუკასლ ჯეტსი” “ადელაიდ იუნაიტედს” დაუპირისპირდა და ბოლო წუთებზე 1:2 დამარცხდა.
24 წლის ქართველი ნახევარმცველი თავისი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩის 59-ე წუთზე მოხდენილი დარტყმით ანგარიშიც გახსნა. ეს ბექას მეხუთე გოლია მიმდინარე სეზონში. მიქელთაძე გათამაშების თანაბომბარდირია, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ქართველ ფორვარდს კონკურენტებზე ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული. ბექამ გოლი გარდაცვლილ მამას მიუძღვნა.
მიქელთაძის გოლი “ნიუკასლ ჯეტს” ვერ დაეხმარა და კურიოზულად წააგო. “ნიუკასლმა” გოლები 89-ე და და 91-ე წუთებზე გაუშვა. ამ მარცხის შემდეგ “ნიუკასლი” 5 ქულით A ლიგის სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე დარჩა. გუნდი მომდევნო მატჩს საკუთარ მოედანზე ბრისბეინ როარის წინააღმდეგ 3 თებერვალს გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings