მას შემდე, რაც „ბაიერნიდან“ რობერტ ლევანდოვსკი წავიდა პრესას ახალი თავშესაქცევი მიეცა. ჰარი კეინი მიუნხენურ გრანდში…
კიბატონო, ბოლო წლებში „ბაიერნის“ წარმატების ფორმულა გოლების მანქანა, რობერტ ლევანდოვსკიზე გადიოდა, თუმცა ეს უკვე წარსულია და გერმანელები ახალი ფურცლის წერას იწყებენ.
გუნდის სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა „Zeitung”-თან ინტერვიუში შემდეგი თქვა: „ეს ყველაფერი ჭორებია და მეტი არაფერი. კეინი უდიდესო ფორვარდია, მაგრამ ჩვენ კურსს ვცვლით. ბოლო წლებში, „სიტიმ“ და „ლივერპულმა“ აჩვენეს, რომ წარმატებისათვის 9-იანის ყოლა არ არის საჭირო და ჩვენც ამ კურსს ვიღებთ“
ძნელია შეეკამათო, რადგან ინგლისურმა გუნდებმა ნომინალური 9-იანის გარეშე ბევრს მიაღწიეს, თუმცა იულიან ნაგელსმანს უყვარს ცენტრ ფორვარდებთან მუშაობა და ესეც ვიცით. ვერნერი „ლაიფციგში“, ლევანდოვსკი „ბაიერნში“ და ა.შ.
„ჩვენ სადიო მანე დავიმატეთ და შემტევი პოტენციალი ძალიან გაიზარდა. ახლა არის ფუფუნება, რომ შემტევ ხაზში 4-5 უმაღლესი დონის მოთამაშე გვყავდეს. ზანე, გნაბრი, მანე უკეთესი რა გინდა?“.
GIPHY App Key not set. Please check settings