კრიშტიანო რონალდოს მეორე ნახევარმა ჯორჯინა როდრიგესმა პორტუგალიელ ფეხბურთელთან გაცნობა გაიხსენა. მაშინ გოგონა Gucci-ის ბუტიკში მუშაობდა, ხოლო რონალდო „რეალში“ თამაშობდა.
„კრიშტიანოს ზაფხულში, ხუთშაბათ დღეს შევხვდი. მე სამსახურში მივდიოდი, კარტახენას ქუჩაზე, შემდეგ ორტეგა ი გასეტზე. მივედი Gucci-ს მაღაზიაში, როგორც ყოველთვის. იმ დღეს 17:00 საათამდე ვმუშაობდი. კოლეგამ მთხოვა ნახევარი საათით დავრჩენილიყავი. სამუშაოს მერე, მაღაზიიდან გამოსვლისას, დავინახე ლამაზი, თითქმის ორმეტრიანი ბიჭი. ის ბავშვთან და მეგობრებთან ერთად იყო. ჯუნიორი ჩემს წინ გაჩერდა და მომესალმა. მას ხელს კრავდნენ და უბიძგებდნენ რომ გოგონას მისალმებოდა. მუცელში უცნაური შეგრძნება დამეუფლა. გავიფიქრე: „რა მჭირს? თვალს ვერ ვუსწორებდი. მერიდებოდა“, – თქვა ჯორჯინამ Netflix-ის დოკუმენტურ ფილმში.
საინტერესოა, რომ ამავე ფილმში რონალდო ჯორჯინას პირდება, რომ ქორწილი იქნება ოღონდ არ იცის როდის.
ჯორჯინა და რონალდო 2016 წლის შემდეგ ერთად არიან. 2019-ის ბოლოს მედიამ აცნობა, რომ წყვილი მალულად დაქორწინდა. 2021-ის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ როდრიგესი ტყუპებზეა ფეხმძიმედ.
36 წლის რონალდომ კი მიმდინარე სეზონში „მანჩესტერში“ 23 მატჩი ითამაშა და 14 გოლი გაიტანა.
GIPHY App Key not set. Please check settings