საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ისტორიის ახალი ფურცელი დაწერა და მის წერას კიდევ განაგრძობს.
ავთანდილ ასათიანის გუნდმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ორიდან ორი შეხვედრა მოიგო და ერთი ტურით ადრე გაინაღდა 1/4 ფინალის საგზური. მეორე შეხვედრაში ჩვენმა ნაკრებმა თალეს ფეიტოსას და ბრუნო პეტრის გოლეებით ბოსნია 2:1 დაამარცხა.
ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრები რეიტინგში ორი პოზიციით დაწინაურდა და ახლა მე-11 ადგილს იკავებს. საქართველომ ხსენებულ ბოსნია-ჰერცოგოვინას და უკრაინას გადაასწრო.
რეიტინგში ლიდერობა დაკარგა ესპანეთის ნაკრებმა, რომელმაც აზერბაიჯანთან ფრედ 2:2 ითამაშა. ახლა, რეიტინგს რუსეთი ლიდერობს. მეორეზე პორტუგალია და მესამეზე ესპანეთია.
ავთანდილ ასათიანის გუნდი მომდევნო შეხვედრას 29 იანვარს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings