in

საბა ქუმარიტაშვილი: დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რომ ნოდარის შემდეგ ოლიმპიადაზე მე უნდა წარვსდგე

4-დან 20 თებერვლის ჩათვლით, პეკინი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს.

საქართველო პეკინში 9 სპორტსმენით იქნება წარდგენილი. მათ შორის, ჩვენი ქვეყნის ღირსებას 21 წლის ქართველი მოციგავე საბა ქუმარიტაშვილი დაიცავს.

საბა 2010 წლის ვანკუვერის ოლიმპიურ თამაშებზე ტრაგიკულად დაღუპული ქართველი მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილის ბიძაშვილის შვილია.

Sport4me.ge საბას დაუკავშირდა და მასთან მოკლე ინტერვიუ ჩაწერა.

ოლიმპიური ლიცენზიის მიღება

ის, რომ ოლიმპიური ლიცენზია მოვიპოვე და ყველაზე პრესტიჟულ სპორტულ ღონისძიებაზე ჩემი ქვეყნის ღირსებას დავიცავ, უდიდესი ბედნიერებაა. თუმცა, ლიცენზიის მოპოვებით ეიფორიაში არ ჩავარდნილვარ და არ მიმაჩნია, რომ რაიმე განსაკუთრებულ წარმატებას მივაღწიე. ოლიმპიადაზე წარმატებულად გამოსვლაა ჩემი მიზანი და არა მხოლოდ მონაწილეობა.

მიზანი ოლიმპიადაზე

წინასწარ მიზნებსა და მოლოდინებზე საუბარი არ მიყვარს. ჩემთვის ამ ოლიმპიადას წარმატებულად ჩავთვლი, თუ ასპარეზობას მინიმუმ საუკეთესო 20 სპორტსმენს შორის დავასრულებ.

საგვარეულო ტრადიცია

ბაბუაჩემი ფელიქს ქუმარიტაშვილი იყო ჩემი და ნოდარის მწვრთნელი და ალბათ მისი დამსახურებაა ჩვენი, ორივესი ამ სპორტით დაინტერესება და შეყვარება.
ეს, ასე ვთქვათ, ჩვენი საგვარეულო სპორტია. საქართველოში ჩემმა დიდმა ბაბუამ დაიწყო და ჩვენ ვაგრძელებთ.

ნოდარი

უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ ნოდარის, ჩემი ოჯახისა და საქართველოს წინაშე, რომ ნოდარ ქუმარიტაშვილის შემდეგ მეც უნდა გამოვიდე ოლიმპიადაზე. ციგით ყოველი დაშვების წინ, ნოდარზე ვფიქრობ, ეს უფრო მაძლიერებს და გაასმაგებულ მოტივაციას მაძლევს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მსოფლიოს მიგდებული სტადიონები

ბოლომდე ბრძოლისა და თავდადების მაგალითი: კაპიტანი წავიდა