in

მსოფლიოს მიგდებული სტადიონები

სავსე ტრიბუნები, გულშემატკივრების ყიჟინა და პროჟექტორების შუქი – ერთ დროს ამ არენებსაც ამშვენებდა, მაგრამ ახლა ყველასგან მიტოვებულები არიან და ისინი არავის აღარ სჭირდება.

პონტიაკ სილვერდოუმი (აშშ)

This image has an empty alt attribute; its file name is pontiac-silverdome-stadium-65-1024x684.jpg

„პონტიაკ სილვერდოუმი“ 1975 წელს დეტროიტში ააშენეს 75 მილიონ დოლარად და 80 ათას მაყურებელზე იყო გათვლილი. აქ ჩატარდა 1994 წლსი მსოფლიო ჩემპიონატის სამი მატჩი, მათ შორის გახსნის შეხვედრა აშშ-სა და შვეიცარიას შორის.
აქ ჩატარებულა სუპერბოულის ფინალი, ორჯერ NCAA- ფინალი, NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩი, U.S.Cup-ის ფინალი. აქ გამოსულან ცნობილი მუსიკოსები Led Zeppelin, ელვის პრესლი, მადონა, Rolling Stones, Metallica, Scorpions და სხვები. „პონტიაკზე“ რომის პაპმა, იოანე პავლე II-მა მესა აღავლინა.

2014 წლის ფინანსური კრიზისის გამო ქალაქის ხელისუფლებას მისი შესანახად ფული აღარ ეყო. სტადიონი აუქციონზე არაერთხელ გაიტანეს, მაგრამ ის არავის აღარ სჭირდება.

2018 წელს სტადიონის დემონტაჟი განხორციელდა.

დონბას არენა (უკრაინა)

დონეცკის „დონბას არენა“ 53 ათასს მაყურებელზე იყო გათვლილი და 2009 წელს ააშენეს. მისი ღირებულება 400 მლნ დოლარად შეფასდა. ეს სტადიონი ევრო 2012-ის მასპინძელი იყო. დონეცკის „შახტარის“ სტადიონი დღეს უმოქმედოა. მიზეზი რუსეთთან ომია. რუსული ჯარის დონბასში შეჭრამ (და არა მარტო დონბასში) ბუნებრივია ყველაფერი გაანადგურა.

ავანგარდი (უკრაინა)

სტადიონი ქალაქ პრიპიატში მდებარეობს. ის 1986 წელს საფეხბურთ კლუბ „სტროიტელისთვის“ ააშენეს, მაგრამ გახსნაც ვერ მოესწრო. საზეიმო ღონისძიებამდე ქალაქის მაცხოვრებლები სასწრაფოდ გაიყვანეს ჩერნობილის ას-ზე აფეთქების გამო.
ამჟამად სტადიონს ტურისტები თუ მოინახულებენ.

ზა ლუჟანკამი (ჩეხეთი)

სტადიონი (Za Lužánkami) 50 ათასს მაყურებელს იტევდა და ქალაქ ბრნოში ხალხს 1953-დან 2001 წლამდე იზიდავდა. აქ თამაშობდა სკ „ზბროიოვკა“. თუმცა ეს არენა ფიფას მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა და კლუბი ქალაქის სტადიონზე გადავიდა, ეს კი დაცარიელდა. მის რეკონსტრუქციაზე ქალაქის ხელმძღვანელობამ ფულის ხარჯვა ვერ გაბედა. ახლა „ზა ლუჟანკამის“ როგორც მიტოვებულ ღირსშესანიშნაობას ისე მოინახულებენ ხოლმე.

სარაევოს ოლიმპიური ობიექტები (ბოსნია-ჰერცოგოვინა)

1984 წელს ზამთრის ოლიმპიური თამაშები სარაევოში ჩატარდა (მაშინდელ იუგოსლავიაში). ააგეს რამდენიმე მსხვილი ობიექტი. დღეს მათი ნახვა პრაქტიკულად შეუძლებელია.
ბალკანეთის ომის დროს ბევრი რამ განადგურდა. ოლიმპიური სოფლის ადგილზე კი საერთოდ სასაფლაოა.
ასე გამოიყურება ერთ დროს ბობსლეის ტრასა.

ოლიმპიური ობიექტები ათენში (საბერძნეთი)

ოლიმპიადის სამშობლომ თამაშებს 2004 წელს უმასპინძლა. თუმცა ათეულობით ობიექტისგან პრაქტიკულად არაფერია დარჩენილი. მხოლოდ რამდენიმე მათგანი ფუნქციონირებს. არენების უმეტესობა ქალაქს უბრალოდ არ დასჭირდა. არადა ოლიმპიადის ჩატარებისთვის 15 მილიარდი დოლარი დაიხარჯა.

ოლიმპიური ობიექტები ბერლინში (გერმანია)

ცუდ მდგომარეობაშია 1936 წლის ოლიმპიური თამაშების ობიექტებიც. გერმანიის დედაქალაქის გარეუბან ელსტალეში ნანგრევებია დარჩენილი. აქ ერთ დროს ოლიმპიური სოფელი და აუზი იყო. შენობები მეორე მსოფლიო ომის დროს დაზიანდა. აქ ჯერ გერმანელი ჯარისკაცებისთვის ბარაკები მოაწყვეს, მერე სამხედრო ჰოსპიტალი, 1954 წლის შემდეგ კი ის საბჭოთა ჯარებმა დაიკავეს.
1960-იან წლებში გერმანელი სპორტსმენები ერთ ხანს ვარჯიშობდნენ კიდეც ელსტალეში, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი მაინც მიატოვეს.
დღეს აქ ექსკურსიებს აწყობენ.

მოგადიშო (სომალი)

This image has an empty alt attribute; its file name is Screenshot-2022-01-27-121622.jpg

სომალიში დიდი სტადიონი 1978 წელს ააშენეს. არენა მატჩებს, კონცერტებსა და პოლიტიკურ მიტინგებსაც მასპინძლობდა. 1991 წელს სამოქალაქო ომის დროს აჯანყებულებმა დაიკავეს და მრავალი წელი შეიარაღებული ჯგუფების ბაზა გახდა.
2012 წელს პოლიტიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა, სომალის ფეხბურთის ფედერაციამ ავღანელ მეომრებს თხოვნით მიმართა გაეთავისუფლებინათ სტადიონი და ასე დაიწყო მასშტაბური რეკონსტრუქცია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საუკეთესო მიქაუტაძის მე-12 გოლი: სერენმა 8-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა

საბა ქუმარიტაშვილი: დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რომ ნოდარის შემდეგ ოლიმპიადაზე მე უნდა წარვსდგე