ბელგიის იუპილერ ლიგის 24-ე ტურის შეხვდრაში გიორგი მიქაუტაძის “სერენი” “ბეერსხოტს” დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების 21 წლის თავდამსხმელმა აღნიშნულ მატჩში პენალტის ნიშნულიდან გაიტანა. ეს მისთვის მიმდინარე სეზონში მე-12 გოლია. ამ გამარჯვებით “სერენმა” ჩემპიონატში 8-მატჩიანი წაგებათა სერია დაასრულა.
მიქაუტაძის გუნდს 22 ქულა აქვს და ბოლოსწინა მე-17 ადგილზეა. ბოლო ადგილზე სწორედ “ბეერსხოტია”, რომელიც “სერენს” 10 ქულით ჩამორჩება.
იუპილერ ლიგის ბოლოადგილოსანი ლიგიდან პირდაპირ ვარდება.
მე-17 ადგილზე გასული გუნდი კი პლეი-აუტს ითამაშებს.
whoscored.com-მა მიქაუტაძის თამაში 8 ქულით შეაფასა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
GIPHY App Key not set. Please check settings