in ,

რონინიო: არასდროს ვნებდებით და საქართველოსთვის მთელი გულით ვთამაშობთ

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე შეხვედრაც მოიგო და 1/4 ფინალში გავიდა.

ავთანდილ ასათიანის გუნდმა ბოსნია-ჰერცოგოვინა თალეს ფეიტოშას და ბრუნო პეტრის გოლებით 2:1 დაამარცხა და 2010 წლის შემდეგ გახდა პირველი გუნდი, რომელმაც სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ორი შეხვედრა მოიგო.

პირველად 2010 წლის შემდეგ: საქართველოს ისტორიული მიღწევა

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა რონინიომ Sport4me.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

“უმძიმესი თამაში იყო, მეტოქემ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია, თუმცა ჩვენი მთავარი ძალა ისაა, რომ საქართველოსთვის ყოველთვის მთელი გულით ვთამაშობთ და ბოლომდე ვიხარჯებით. ასე იქნება ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ ვისაც არ უნდა ვეთამაშოთ. ჩვენთან მარტივად ვერავინ ვერაფერს მოიგებს”, – გვითხრა რონინიომ.

მოვიგეთ: საქართველომ ბოსნია დაამარცხა და 1/4 ფინალს მიუახლოვდა

საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას, 29 თებერვალს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არველაძეს ჰალში პარასკევს წარადგენენ

მაგარი მატჩი: ბითაძემ 19 წუთში 17 ქულა ჩააგდო