in

ბარსა ზაფხულის გეგმებს აწყობს, დიბალა ლივერპულში – სატრანსფერო ამბები

„ბარსელონა“ ძველი დიდების გზას უნდა დაადგეს და ამისთვის იცის, რომ ტრანსფერებია საჭირო. კატალონიელები სამომავლო თადარიგს უკვე იჭერენ, აი ინგლისური კლუბები კი ტრადიციულად ყველაზე აქტიურები და მოთხოვნადი არიან.

„ნაპოლი“ ვიქტორ ოსიმხენის გასაყიდად ემზადება. კონკრეტული წინადადებები ჯერ არ ყოფილა, მაგრამ კლუბი 75 მლნ ევროზე ნაკლებს არ მოითხოვს.

პიერ-ემერიკ ობამეიანგი ეძებს ახალ კლუბს. „მილანის“ ინტერესის გამო მან უარი უთხრა „ალ ნასრის“. ამასთან, „არსენალმა“ ფორვარდი საემიროებში ხანმოკლე შეკრებაზე არ წაიყვანა.

Catalunya Radio-მ შეიტყო „ბარსელონას“ საზაფხულო გეგმების შესახებ. მთავარი მიზანი კვლავ ერლინგ ჰაალანდია. კატალონიელებს ასევე აინტერესებთ ფრენკ კესიე, დენის ზაკარია, სესარ ასპილიკუეტა და ნიკლას ზიულე.

დორტმუნდის „ბორუსიას“ ბელგიელი მცველი ტომა მუნიე „ბარსელონას“ ინტერესებში მოხვდა.

„არსენალს“ და „ნიუკასლს“ „ასტონ ვილას“ ნახევარმცველი დუგლას ლუისი უნდათ. თუმცა ეს სათადარიგო ვარიანტია. მიკელ არტეტა აკვირდება რუბენ ნევეშს („ვულვზი“), ტაილერ ადამსს („ლაიპციგი“) და ბრუნო გიმარაინშს („ლიონი“). „ნიუკასლი“ კი „ბრაიტონის“ ივ ბისუმაზე მუშაობს აქტიურად.

„მილანმა“ გაიფორმა „ცრვენა ზვეზდას“ თავდამსხმელი მარკო ლაზეტიჩი.

ალვარო მორატა და მისი აგენტი მადრიდის სასტუმროში შეამჩნიეს. რატომ მადრიდი? ალბათ იმის გამო, რომ ფორვარდზე უფლება „ატლეტიკოს“ ეკუთვნის და „იუვე“ და „ბარსა“ საქმეებს მისი გავლით აგვარებენ.

პაულო დიბალას ზაფხულში „იუვენტუსთან“ კონტრაქტი ეწურება და ფორვარდის დიდი მოთხოვნების გამო ალბათ აღარ გაგრძელდება. ამის გამო გაჩნდა „ლივერპულის“ ვარიანტი. ამბობენ, მოლაპარაკებები უკვე დაიწყოო.

როდრიგო ბენტანკური პრემიერლიგასთან ახლოსაა. „იუვენტუსის“ ნახევარმცველს მალე „ასტონ ვილაში“ ვიხილავთ.

„ნიუკასლს“ და „ევერტონს“ სურთ „ბაიერნიდან“ ტომას მიულერი წაიყვანონ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პირველად 2010 წლის შემდეგ: საქართველოს ისტორიული მიღწევა

არველაძეს ჰალში პარასკევს წარადგენენ