პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები უარს არ ამბობენ ტრადიციაზე მონაწილეებს პრეზერვატივები დაურიგონ, მიუხედავად 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვის ინსტრუქციისა. კორონავირუსის პანდემიის გამო მინიმუმამდეა დაყვანილი ჩახუტება, ხელის ჩამორთმევა და სხვა ნებისმიერი ფიზიკური კონტაქტი.
გაწერილი რაოდენობის პრეზერვატივებს დაურიგებენ მათ, ვინც „რეგულირების ჩაკეტილ სისტემაში“ არიან რეგისტრირებულები – იუწყებიან თამაშების ორგანიზატორები.
აღსანიშნავია, რომ თავდაცვის საშუალებები პირველად პეკინში ჩასულმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს. სასტუმროების ნომრებში 5-5 პრეზერვატივი დევს, შეფუთვა ოლიმპიური ემბლემის ფერებშია და მასზე ჩინური ფარანია გამოსახული.
სულ რამდენი პრეზერვატივის დარიგებას აპირებენ, არ ზუსტდება.
GIPHY App Key not set. Please check settings