პსჟ-ს თავდამსხმელი ლეო მესი გუშინ, 24 იანვარს, „ბარსელონას“ რამდენიმე წარმომადგენელს რესტორანში შეხვდა.
OnzeTv3-ის ცნობით, არგენტინელმა კატალონიური კლუბის მთავარი მწვრთნელის ჩავის და გუნდის ნახევარმცველის სერჟი ბუსკეტსის კამპანიაში ივახშმა.
34 წლის მესიმ „ბარსა“ 2021 წელს დატოვა ახალ კონტრაქტთან დაკავშირებული სირთულეების გამო. ახალი სეზონიდან ის პსჟ-ში თამაშობს. ლიგა 1-ის 12 მატჩში მესიმ 1 გოლი გაიტანა.
GIPHY App Key not set. Please check settings