ქართული კლუბების სატრანსფერო პოლიტიკა. ხელოვნების ცალკეული დარგია, რომლის გააზრებისათვის მინიმუმ მაგისტრის ხარისხი და იუმორის უკიდეგანო გრძნობაა საჭირო.
ცისფერი მთები ხომ გინახავთ? ვინ არიან, რა დაწესებულებაა- ფილმის ბოლოსკენ ასეთი შეკითხვა ისმის და მასზე პასუხი დღემდე არ არსებობს. აი ასეთი შეკითხვა ჩნდება ქართულ გუნდთა სატრანსფერო მენეჯმენტზე.
დავიწყოთ იმით, რომ ირაკლი აზაროვი საქართველოს ნაკრების რეგულარულ წევრად ჩამოყალიბდა და მხოლოდ 20 წლის არის, შესაბამისად, პროგრესისათვის დიდი სივრცე და პლაცდარმი აქვს. ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა ჩემპიონთა ლიგის საკცალიფიკაციო ეტაპზეც და არჩილ ბერიძემ დაადასტურა, რომ მისი შენარჩუნება არ გამოვაო…
გახსოვთ შარშან რა ხდებოდა? აზაროვის სანაცვლოდ „ტრაბზონსპორი“ 1.5 მილიონს იხდიდა ( პრესაში ასე დაიწერა ) და ეს ტრანსფერი ჩაიფარცხა, რადგან ქართულმა გუნდმა უფრო მეტი მოითხოვა.
რა ხდება ახლა? აზაროვი, რომელსაც გასული სეზონიდან მოყოლებული კიდევ უფრო დიდი პროგრესი ჰქონდა მეხუთედ ფასად გადადის „ცრვენა ზვეზდაში“. სერბულ გუნდში გადასვლის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, რადგან გუშინ სერბებმა „პიუნიკს“ 5:0 მოუგო და პლეი ოფშიც „მაკაბი ჰაიფა“ ელოდება, შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში თამაში აზაროვისათვის კარგი პერსპექტივაა.
თუმცა, ახლა ქართული გუნდის პერსპექტივას ჩავხედოთ. რა მიიღო „დინამომ“? – არც არაფერი, კაპიკები, რადგან აზაროვის ფასი 5 ჯერ დაეცა მიუხედავად დიდი პროგრესისა. როგორ უნდა განვითარდეს შიდა ჩემპიონატი თუკი ასეთ ალმასებს კაპიკების სანაცვლოდ გაასხვისებენ? შეხედეთ ზაგრების „დინამოს“, რომელიც ყოველ ზაფხულს 30-40 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. დიახ, დილეტანტები არ გეგონოთ, ვიცით, რომ არაევროპული პასპორტი ყველაფერს ცვლის, თუმცა თბილისის „დინამომ“ მამარდაშვილისა და გაგნიძის ტრანსფერებით ლამის 3 მილიონი ევრო იშოვა და ბათუმელებს რატომ გაუჭირდათ უკეთესი პირობების მოძიება. ჰო, მომდევნო ტრანსფერის 20%-ს ზღვისპირა გუნდი მიიღებს, თუმცა ეს შორსმიმავალი პერსპექტივაა და არავინ იცის რა მოხდება…
GIPHY App Key not set. Please check settings