კომორის კუნძულების ნაკრებმა აფრიკის თასის 1/8 ფინალში კამერუნთან ღირსეულად წააგო – 1:2. ისე მოხდა, რომ კარში მინდვრის მოთამაშე ჩაადგა. კომორელთა მეკარეებს ტრავმა და კოვიდი ჰქონდათ.
ტრაგედია აფრიკაში: ჭყლეტვაში 7 ადამიანი დაიღუპა
კარში დააყენეს მარცხენა მცველი შაკერ ალ-ჰადური. ის საფრანგეთის ლიგა 1-ში გამოდიოდა – „ნანტსა“ და „კანში“. ბოლო წლებში ლიგა 2-ში ჩავიდა: 4 სეზონი „შატორუში“, 2021-დან კი „აიაჩოშია“. ოღონდ მხოლოდ 4 წუთი 2021/22 წლების სეზონში.
ალ-ჰადურს სახელობითი ფორმაც დაუმზადეს (მეორე კომპლექტიდან აიღეს), მაგრამ არის ნიუანსი: №3 დატანებულია №16-ის ზემოდან.
რატომ ასეთი ფორმა?
საქმე ისაა, რომ კომორის კუნძულელთა მეკარის მაისური სხვა კომპლექტიდანაა. 1/8 ფინალში კომორელები თეთრი ფორმით თამაშობდნენ, მეკარეს მწვანე კომპლექტი უნდა ჰქონოდა. მაგრამ არ შეიძლება, რადგან მწვანე – მეტოქის, კამერუნის ფორმის ერთ-ერთი ძირითადი ფერია.
ამიტომ ალ-ჰადური მეორე ფორმით გავიდა. ამით პირველ მატჩში გაბონთან ალი ახამადა თამაშობდა.
მე-16 ნომერი ეკუთვნის განაცხადის მესამე მეკარეს მოიად უსენის, ხოლო სამიანი სწორედ ალ-ხადურის ნომერია.
თავიდან ეტყობა მარტო გვარის დაწერით შემოიფარგლნენ, მაგრამ მერე გაიგეს, რომ ნომერიც აუცილებელია (ნომერი გვარზე მნიშვნელოვანია ფეხბურთში, პირველ რიგში მსაჯისთვის).
ეს ხომ აფრიკაა.
GIPHY App Key not set. Please check settings