აფრიკის თასზე, კამერუნისა და კომორის კუნძულების 1/8 ფინალური მატჩის (2:1) წინ, სტადიონის სიახლოვეს ტრაგედია დატრიალდა.
გულშემატკივრების ბრბო შეეცადა სტადიონზე მოხვედრას, დაცვამ ისინი ვერ შეაკავა.
უწესრიგობის დროს ხალხი ძირს ეცემოდა, სხვები მათზე დადიოდნენ. რამდენიმემ გონება დაკარგა, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
LSI Africa იუწყება, რომ დაიღუპა ყველაზე ცოტა 7 ადამიანი. Associated Press-ის ჟურნალისტი რობ ჰარისი კი მინიმუმ 6 გარდაცვლილზე წერს.
დღის ფოტო – გადაწებებული ნომერი: ეს ფორმა უკვე ისტორიაშია
GIPHY App Key not set. Please check settings