in

შაქარი აღარ გვინდა: თანაგუნდელები რონალდოს ბაძავენ

ცნობილი გახდა, როგორ იმოქმედა „მანჩესტერის“ ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ თანაგუნდელებზე.

The Athleticის მონაცემებით, ფეხბურთელები მაგალითს იღებენ პორტუგალიელისგან კვებასთან დაკავშირებით და სპორტთან მეცნიერული დამოკიდებულებით. მაგალითად, ზოგიერთმა მათგანმა შეწყვიტა ჩაისა და ყავაში შაქრის ჩაყრა.

ცოტა ხნის წინ, კრიშტიანომ უკმაყოფილება გამოთქვა მოთამაშეების მხრიდან საქმისადმი დამოკიდებულებაზე და გაიკვირვა, რომ ისინი დარბაზში დამატებით არ ვარჯიშობენ.

ამ სეზონში 36 წლის რონალდომ 24 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი მისცა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არველაძე და ჰალი კვირის ბოლომდე გაოფიციალურდება

უეფა ჩემპიონთა ლიგიდან მეტ ფულს ელოდება: შემოსავლები 5 მილიარდით უნდა გაიზარდოს