2023 წელს საქართველო და რუმინეთი ფეხბურთში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებენ.
თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ ტურნირს საქართველოს სამი ქალაქი: თბილისი, ბათუმი და ფოთი უმასპინძლებდნენ, მაგრამ უეფამ ტურნირის საორგანიზაციო ჯგუფის ექსპერტების გათვალისწინებით, გადაწყვეტილება შეცვალა და ევროპის ჩემპიონატს ფოთის ნაცვლად ქუთაისი უმასპინძლებს. ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატზე ევროპის 16 ქვეყნის ნაკრები ითამაშებს და საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებები ტურნირზე ავტომატურად, საკვალიფიკაციო ეტაპის გაუვლელად იასპერეზებენ.
ტურნირის გახსნითი მატჩი ბუქარესტში გაიმართება. ფინალს კი, “ბათუმი არენა” უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings