გიორგი მიქაუტაძემ მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა. მისი ერტადერთი გოლით „ვილიარელმა“ სტუმრად „ლევანტეს“ აჯობა. თამაშის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, მარსელინომჩვენიანი გამოარჩია:
მიქაუტაძემ ზედიზედ მესამედ გაიტანა: ვილიარეალმა ჟორჟის გოლით მოიგო
„აუტსაიდერთან მოგება მარტივი არ არის.
გამარჯვების გარდა კმაყოფილი ვართ, რომ დიდი ხანია გოლი არ გაგვიშვია. კარის მშრალად შენახვა მნიშვნელოვანია. ეს ფეხბურთელების თავდაჯერებულობას ზრდის. მესამე ადგილზე ვართ, რაც დიდი მიღწევაა.
მიქაუტაძე სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება. ის ძალიან კარგად შეეწყო გუნდს, სივრცეებს კარგად იყენებს. გონებამახვილი და თავდაჯერებულია, რაც თავდამსხმელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამაში კი გოლები ეხმარება. გვინდა, რომ მან ეს ტემპი სეზონის ბოლომდე შეინარჩუნოს“.



GIPHY App Key not set. Please check settings