in

ბოდოს მოლოდინში: ნორვეგიული სასწაული და პოკერი ერთ ტაიმში – ლიგაზე სენსაციებია

ჩემპიონთა ლიგაზე დარჩენილი 1/16 ფინალური მატჩები ჩატარდა.

ნორვეგიული „ბოდო გლიმტი“ ჩემპიონთა ლიგაზე სენსაციებს განაგრძობს. ძირითადი ეტაპის ბოლო ორ ტურში „სიტისა“ და მადრიდში „ატლეტიკოს“ დამარცხების შემდეგ, ჩრდილოელებმა თოვლისგან გაწმენდილ მოედანზე პლეი-ოფის პირველ მატჩში შინ მოუგეს შარშანდელ ფინალისტს „ინტერს“ – 3:1. აღსანიშნავია, რომ „ბოდომ“ ჩემპიონთა ლიგის 11 მატჩიდან 8-ში მინიმუმ 2 გოლი გაიტანა. ცხადია, 2-ბურთიანი ჰანდიკაპი ჯერ მომდევნო ეტაპზე გასვლის გარანტიას არ იძლევა, მაგრამ ამ გუნდისგან უკვე ყველაფერს უნდა ველოდოთ.

სამაგიეროდ გასულია „ნიუკასლი“ და თითქმი გასული „ბაიერი“.

ერთიც: იტალიურმა კლუბებმა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველი მატჩები საერთო ანგარიშით 3:10 წააგეს.

განმეორებითი მატჩები 24 თებერვალს გაიმართება.

ჩემპიონთა ლიგა. პლეი-ოფი. პირველი მატჩები

ყარაბაღი – ნიუკასლი 1:6
გოლები: 0:1 გორდონი (3. ბერნის პასით), 0:2 ტიავი (8. ტრიპიერის პასით), 0:3 გორდონი (32-პენ), 0:4 გორდონი (33), 0:5 გორდონი (45+1-პენ)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ენტონი გორდონი

“ნიუკასლი” გახდა მხოლოდ მეორე გუნდი ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩში პირველი ტაიმის დასრულებამდე 5 (და მეტი) ბურთი გაიტანა. პირველი იყო “ბაიერნი”, რომელმაც 2015 წლის აპრილში “პორტოს” პირველი ტაიმი 5:0 მოუგო.

“ნიუკასლის” გამარჯვება 92-ე შემთხვევაა ისტორიაში, როცა გუნდმა ჩემპიონთა თასის / ლიგის პლეი-ოფის ორმატჩიანი დაპირისპირების პირველ შეხვედრაში 5 ან მეტი ბურთის სხვაობით მოიგო. წინა 91 შემთხვევაში ასეთმა გუნდმა ის ეტაპი დაძლია.

ენტონი გორდონი მხოლოდ მეორე ინგლისელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში ორნიშნა რაოდენობის გოლები გაიტანა. აქამდე, ეს მოახერხა ჰარი კეინმა (11 გოლი) 2024/25 წლების სეზონში.

ენტონი გორდონი გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეორე ფეხბურთელი, რომელმაც ერთი მატჩის პირველ ტაიმში 4 გოლი გაიტანა. აქამდე, ეს მოახერხა ლუიზ ადრიანომ (“შახტარი”), რომელმაც 2014 წლის ოქტომბერში ბატე-სთან (ბელარუსი) “პოკერი” შეასრულა.

ბოდო/გლიმტი 3:1 ინტერი
გოლები: 1:0 ფეტი (20. ჰოგის პასით), 1:1 ესპოზიტო (30), 2:1 ჰაუგე (61. ჰოგის პასით), 3:1 ჰოგი (64. ბლომბერგის პასით)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: კასპერ ჰოგი

“ბოდო/გლიმტი” გახდა მე-4 გუნდი ევროპის ტოპ 5 ლიგის მიღმა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ ტურნირში ზედიზედ 3 მატჩი მოიგო და სამივე ტოპ 5-ის წარმომადგენლებთან (“ატლეტიკო”, “მანჩესტერ სიტი”, “ინტერი”). მანამდე, ეს მოახერხეს “პანათინაიკოსმა” (2001/02), “ბენფიკამ” (2005/06) და “ზენიტმა” (2015/16).

„ინტერმა“ ბოლო 7 მატჩიდან პირველად წააგო. აი ჩემპიონთა ლიგაზე კი ბოლო 5 მატჩიდან 4 წააგო.

„ბოდოს“ მწვრთნელი კნუტსენი: „ცოტა გაგვიმართლა. კარგი შედეგია, მაგრამ საშუალო თამაში. საპასუხო მატჩში მხოლოდ დაცვა არ გამოგვადგება, შეტევა გვჭირდება“.

„ინტერის“ მწვრთნელი კივუ: „ინტერმა დიდი ძალისხმევა გასწია, მოედნის მდგომარეობის მიუხედავად. ეს საბაბი არ არის, მაგრამ ჩემს ფეხბურთელებს დიდად ვერ დავადანაშაულებ. „ბოდ“ ასეთ მოედანს უფროა შეჩვეული“.

ბრიუგე – ატლეტიკო 3:3
გოლები: 0:1 ალვარესი (8-პენ), 0:2 ლუქმენი (45+4. გრიზმანის პასით), 1:2 ონიედიკა (52. ტრესოლდის პასით), 2:2 ტრესოლდი (61. დიახონის პასით), 2:3 ორდონიესი (79-საკ. კარში), 3:3 ცოლისი (89. ონიედიკას პასით)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ჰანს ვანაკენი

ოლიმპიაკოსი – ლევერკუზენი 0:2
გოლები: 0:1 შიკი (60. პოკუს პასით), 0:2 შიკი (63. გრიმალდოს პასით)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: პატრიკ შიკი

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძემ ზედიზედ მესამედ გაიტანა: ვილიარეალმა ჟორჟის გოლით მოიგო

გონებამახვილი და თავდაჯერებულია, სულ უფრო უკეთესი ხდება: მწვრთნელმა მიქაუტაძე შეაქო