in

ლიგა 1-ის ბომბარდირზე ტაციაობაა, ვლაოვიჩზეც – სატრანსფერო ამბები

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კლუბები შედარებით ლოკალური ამბების მოგვარებას ცდილობენ. თუმცა ერთი-ორი მსხვილი თევზის დაჭერაც შეიძლება. სატრანსფერო ფაცი-ფუცი ალბათ ბოლო საათამდე გაგრძელდება.

„სიტი“ ახლოსაა არგენტინის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის, „რივერ პლეიტის“ ალვარესის შეძენასთან. თანხა 16 მილიონი ევროა პლუს ბონუსები.

რუდიგერს სურს 46+ მლნ ფუნტი მიიღოს „ჩელსისთან“ ახალი კონტრაქტის მიხედვით.

„ბარსამ“ და ‘ჩელსიმ“ მოთხოვნა გააგზავნეს ჯონათან დევიდის („ლილი“) თაობაზე. ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირი ასევე აინტერესებთ „რეალს“, „მანჩესტერს“, „ლივერპულს“ და „არსენალს“.

„იუვენტუსი“ „ფიორენტინას“ თავაზობს 35 მლნ ევროს და კულუშევსკის ვლაოვიჩის სანაცვლოდ.

„ფიორენტინას“ გენდირექტორი: „მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ პრემიერლიგის კლუბებთან ვლაოვიჩთან დაკავშირებით“.

„მანჩესტერი“ გამოეთიშა ჰაალანდისათვის ბრძოლას, „რეალი“ – ფავორიტია (ESPN).

35 წლის უგო ლორისმა 2024 წლამდე გააგრძელა „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი.

დიეგო გოდინი ოფიციალურად წარადგინეს „ატლეტიკო მინეიროში“.

„რეალს“ სურს ზაფხულში „აიაქსიდან“ გრავენბერხი იყიდოს.

„ბარსელონას“ „იუვენტუსიდან“ სანდროს წაყვანა უნდა.

მარსიალი და ბაი აპირებენ იანვარშივე დატოვონ „მანჩესტერი“.

დიეგო კოსტა ახლოსაა „კორინთიანსში“ გადასვლასთან.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ალფონსო დევისი, ვინისიუსი, კვარაცხელია: ხვიჩა საუკეთესო ახალგაზრდა დრიბლიორებში

ისტორია დაიწერა: ბრწყინვალე ქამბექი და პირველი გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე