მილანი/კორტინას XXV ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში მედლების ბოლო კომპლექტისთვის ასპარეზობას შეუდგნენ ქალები. მოკლე პროგრამით 29 მონაწილე წარდგა, მათ შორის იყო საქართველოს წარმომადგენელი ანასტასია გუბანოვა.
ევროპის ჩემპიონატების ოქროს და ორი ვერცხლის მედლის მფლობელი ანასტასია გუბანოვა ბოლო – მეხუთე ჯგუფიდან შეუდგა ასპარეზობას.
გუბანოვამ მოკლე პროგრამაში ეფექტურად გამოვიდა, მსაჯებისგან სეზონის და კარიერის საუკეთესო შეფასება – 71.77 ქულა დაიმსახურა და მეექვსე ადგილი დაიკავა.
78,71 ქულით დაწინაურდა იაპონელი ამი ნაკაი. 77,23 ქულით მეორე ადგილზეა მისი თანამემამულე, წინა ოლიმპიური თამაშების ბრინაჯაოს პრიზიორი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი კაორი საკამოტო. მესამე შედეგი აჩვენა მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ამერიკელმა ალისა ლიუმ – 76, 59.
ანასტასია გუბანოვა შედეგის გაუმჯობესებას 19 თებერვალს, თავისუფალ პროგრამაში საუკეთესო ექვსეულიდან შეეცდება (თავისუფალში ასპარეზობისთვის აუცილებელი იყო 24 საუკეთესო მოციგურავეს შორის მოხვედრა).







18 თებერვალს სლალომში იასპარეზებს სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაური.



GIPHY App Key not set. Please check settings