in

მამარდაშვილს შეიძლება მოთმინება არ ეყოს: ლივერპული სხვა მეკარის დამატებას აპირებს?

„ლივერპულის“ მწვრთნელმა არნე სლოტმა მეკარე გიორგი მამარდაშვილი „ბრაიტონთან“ ასოციაციის თასის 1/16-ფინალურ მატჩშიც (3:0) არ ათამაშა და ინგლისური მედიის გაკვირვება გამოიწვია.

Anfield Watch წერს: „გამორჩეული ნიჭის მქონე მამარდაშვილს „წითლებში“ ასპარეზობა პრაქტიკულად არ უწევს. შაბათს „ბრაიტონთანაც“ სათადარიგო იყო და ალბათ, საკუთარ თავს კითხვას უსვამს, როდის გავა მოედანზე.

როდესაც ქართველმა „ლივერპულთან“ კონტრაქტი გააფორმა ესმოდა, რომ ალისონის ადგილის დაკავება ძალიან გაუჭირდებოდა, ვინაიდან ბრაზილიელი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ ითვლება. თუმცა, გიორგი შანსის მიღებას იმედოვნებდა, რაც ხშირად არ ხდება. 25 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 9-ჯერ სექტემბრის ბოლოდან ნოემბრის დასაწყისში, როცა ბეკერი ტრავმირებული იყო. აქვს თუ არა მამარდაშვილს ხანგრძლივვადიანი პერსპექტივა „ენფილდზე“? გულშემატკივრები ელოდნენ, რომ „ბრაიტონთან“ სასტარტოში იქნებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. სავარაუდოდ, მწვრთნელის ეს გადაწყვეტილება მთელი სეზონის მანძილზე მისთვის გზავნილია და შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემა, თუ ალისონი ტრავმას მიიღებს.

როდესაც კლუბმა მამარდაშვილი 25 მილიონ ფუნტად შეიძინა, თავის პოზიციაზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ახალგაზრდა ფეხბურთელი გახლდათ და ბევრი ალისონის გრძელვადიან მემკვიდრედ მიიჩნევდა. ახლა, „ენფილდზე“ კარიერის დაწყებიდან ერთ წელზე ნაკლებ დროში, გუნდში მის მომავალთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვები წარმოიშვა და დაირხა ხმები სხვა მეკარის, მაგალითად, რობინ რუფსის დამატების შესახებ. არ მისცა რა თავის გამოჩენის შესაძლებლობა თასზე, სლოტმა იმედი გაუცრუა გიორგის და „წითლებში“ ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში მისი მომავალი, უკეთეს შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშაა“.1-rufsi-1771250211.jpg23 წლის ნიდერლანდელი რუფსი (სიმაღლე 193 სმ) „სანდერლენდთან“ კონტრაქტით 2030 წლის ზაფხულამდეა დაკავშირებული – transfermarkt-ის მიხედვით ფასი 18 მილიონი ევრო.

Rousing the Kop-ი აღნიშნავს, რომ უცნაური გადაწყვეტილებით სლოტმა გაანაწყენა მამარდაშვილი, რომელსაც შეიძლება მოთმინება არ ეყოს, რამეთუ არაა გამორიცხული, ალისონი კიდევ ერთი სეზონით დარჩეს, რაც პრობლემაა ქართველისთვის.

ხაზგასმულია: როდესაც მამარდაშვილი თამაშობდა, ფანები უკმაყოფილოები არ იყვნენ, ქართველი თავისი როლით უდავოდ იმედგაცრუებულია, ხოლო ის, რომ სლოტმა „ბრაიტონთან“ სათადარიგოთა შორის დატოვა, მკვეთრი სიგნალია.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

1:1 – რა ხდება შეკრებაზე: ეჰ ბათუმი

საქართველომ ერთა ლიგიდან 1.5 მილიონი იშოვა