in ,

საქართველოს ბევრი არ იცნობს, მაგრამ სახიფათოა: მეტოქის მწვრთნელი კლუბშიც იმუშავებს

ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქის, ჩრდილოეთ ირლანდიის მთავარმა მწვრთნელმა, მაიკლ ო’ნილმა, შესაძლოა, ეროვნული ნაკრების პარალელურად, ინგლისურ კლუბშიც იმუშაოს.

Belfast Telegraph-ის მიერ გავრცელებული ცნობით, მაიკლ ო’ნილს ინგლისის ჩემპიონშიფის „ბლექბერნში“ იწვევენ. მას ერთდროულად ორ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აქვს – მანამდე, ეროვნულ გუნდთან ერთად, „სტოკ სიტის“ წვრთნიდა.

56 წლის სპეციალისტი კლუბსა და ეროვნულ ნაკრებში მოვალეობების შეთავსებას სეზონის ბოლომდე გეგმავს. ამჟამად „ბლექბერნი“ ინგლისის ჩემპიონშიფში მე-19 ადგილზეა.

„ერთა ლიგის ახალ შესარჩევ ციკლში დიდი გამოწვევები გველის. ჯგუფში საკმაოდ ძლიერი მეტოქეები შეგვხვდნენ. უკრაინას ხშირად ვეთამაშებით, ბოლოს მათ 2016 წელს მოვუგეთ. მათთან წარმატებით სათამაშოდ განსაკუთრებული მომზადება დაგვჭირდება.

უნგრეთის ნაკრები ორგანიზებული და ფიზიკურად ძლიერი გუნდია. საქართველოს, შესაძლოა, ბევრი კარგად არ იცნობს, მაგრამ საკმაოდ სახიფათო მეტოქეა, რომელიც ბოლო წლებში ვითარდება, თავდაჯერებულია და თამაშის საკუთარი ხელწერა აქვს“, – განაცხადა ო’ნილმა.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სჯობს საქართველოს ეთამაშოს: უელსის პრობლემა მეორე დონეზე უნდა გადაიჭრას